“ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ღიად ერი­დე­ბა კო­ბა­ხი­ძეს­თან ომს… კა­ლა­ძის წას­ვლა ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ…” – რა ხდება “ქართულ ოცნებაში”?

რო­გორც ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში მობ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი ლე­ვან ვა­სა­ძის სა­ხით გა­მო­უჩ­ნდა. ულტრა­კონ­სერ­ვა­ტუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ბიზ­ნეს­მენ­მა 6 მა­ისს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა “ერ­თო­ბა, რა­ო­ბა, იმე­დი” და­ა­ფუძნა. რო­გორც ჩანს, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო. არის მით­ქმა-მოთ­ქმა და ეჭვი, რომ ვა­სა­ძე კრემ­ლმა გა­ა­აქ­ტი­უ­რა და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლაც შეკ­რას. კუ­ლუ­ა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ვის მხრივ, გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ტი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ას თვის ბო­ლოს აპი­რებს და არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ამ დღეს უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან მას­თან გა­და­ბარ­გე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი კი­დევ ვი­ხი­ლოთ. მით­ქმა-მოთ­ქმა არ წყდე­ბა იმა­ზეც, რომ “ოც­ნე­ბა­ში” ლი­დე­რე­ბი ვერ თან­ხმდე­ბი­ან და მათ შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა ღრმავ­დე­ბა. სან­დო წყა­როს თქმით, ლი­დე­რე­ბი ღიად ერ­თმა­ნეთს ვერც უპი­რის­პირ­დე­ბი­ან და ვერც წი­რა­ვენ, “რად­გან თო­კის გა­დაჭ­რას შე­საძ­ლოა ყვე­ლას ჩა­ყო­ლა-და­ღუპ­ვა მოჰ­ყვეს”.

“დიდი ალ­ბა­თო­ბით, ივ­ნის­ში “ოც­ნე­ბის” ყრი­ლო­ბა ჩა­ტარ­დე­ბა და კო­ბა­ხი­ძე პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის პოსტს და­ტო­ვებს, მის შე­ფო­ბას კი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ითა­ვებს. კო­ბა­ხი­ძეს დე­პუ­ტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რა თით­ქმის და­კარ­გუ­ლი აქვს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მალე რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი გა­ხა­რი­ას­თან გა­და­ბარ­გე­ბას აპი­რებს. გა­ხა­რია თვის ბო­ლოს აფუძ­ნებს პარ­ტი­ას და “ოც­ნე­ბა” მა­ნამ­დე ეც­დე­ბა და­პი­რე­ბე­ბით “სა­ეჭ­ვო” დე­პუ­ტა­ტე­ბის გად­მო­ბი­რე­ბას. გა­ხა­რია ჯერ იც­დის, პრო­ცე­სებს აკ­ვირ­დე­ბა. ვა­სა­ძის გა­მო­ჩე­ნას არც ეგ ელო­და”, – გვე­უბ­ნე­ბა წყა­რო.

კვა­ლავ იქ­ნე­ბა თუ არა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი კახი კა­ლა­ძე, ესეც გა­ურ­კვე­ვე­ლია, თუმ­ცა “ოც­ნე­ბის” შიგ­ნით ლა­პა­რა­კო­ბენ იმ და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თით­ქოს მერს ღა­რი­ბაშ­ვილ­სა და კო­ბა­ხი­ძეს­თან აქვს.

“კო­ბა­ხი­ძე კა­ლა­ძეს ვერ იტანს და იმე­დი ჰქონ­და, რომ მას ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ხე­ლით ჩა­მო­ი­ცი­ლებ­და. ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ღიად ერი­დე­ბა კო­ბა­ხი­ძეს­თან ომს, თუმ­ცა მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. კა­ლა­ძის წას­ვლა ყვე­ლას უნდა, მაგ­რამ თან არა, ვი­ნა­ი­დან ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვი ძა­ლაა და მისი მო­შო­რე­ბა არაა მარ­ტი­ვი საქ­მე. კახი რომც გა­ვი­დეს გუნ­დი­დან, მას ელექ­ტო­რა­ტის საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი გაჰ­ყვე­ბა, რა­საც კო­ბა­ხი­ძე­ზე ვერ ვი­ტყვით. ის და მდი­ნა­რა­ძე რომც გა­უშ­ვან და ოხა­ნაშ­ვი­ლიც ზედ მი­ა­ყო­ლონ, “ოც­ნე­ბას” ამით არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა.

კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, “ოც­ნე­ბას” 43% ექ­ნე­ბა და მე ვი­ღებ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სო, მაგ­რამ ვერ მი­ი­ღებს – იქით გა­ხა­რია, აქეთ ვა­სა­ძე წა­არ­თმევს ელექ­ტო­რატს. ახლა ის მო­მენ­ტია, როცა ყვე­ლა ერ­თმა­ნეთ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ღიად რომ და­ე­ჯა­ხონ, შე­იძ­ლე­ბა გა­დაჭ­რი­ლი თო­კის ეფექ­ტი იყოს და ყვე­ლა და­ი­ღუ­პოს. სუს-ის ფაქ­ტო­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ­ლის სიმ­პა­თი­აც ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­კენ იხ­რე­ბა. ლი­ლუ­აშ­ვილს და გო­მე­ლა­ურს გულ­ზე არც კო­ბა­ხი­ძე ეხა­ტე­ბათ და არც კა­ლა­ძე”.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის” კახა კა­ლა­ძის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლიც და აღ­ნიშ­ნავს, რომ თუ კა­ლა­ძე დარ­ჩა ამ პარ­ტი­ში, მა­შინ მას თბი­ლი­სის მე­რო­ბა­ზე მეტი ამ­ბი­ცია ექ­ნე­ბა.

https://www.kvirispalitra.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share