ბერა: ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, ვერ იპოვეს და თოლიებისას დასჯერდნენ

ტრი-ტრი საიდან გაიგეს [ჩანაწერში], არ ვიცი. იმიტომ, რომ 2010-11 წლებში მე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად დავდიოდით საფრანგეთში მუსიკალურ საკითხებთან დაკავშირებით. ირაკლიმაც ფრანგული ძალიან კარგად იცის და ჩვენ ასე ხუმრობით ერთმანეთს რაღაც ფრანგულ სახელებს ვეძახდით. იქ ტრი-ტრის არ ვეძახი – იქ ვიძახი ანტუნინ. ასე ვეძახდით ერთმანეთს. მე როგორც ვიცი, ისინი ჩემს სიმღერაში ქათმების ხმას ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ვერ იპოვეს ქათმების ხმა, შემდეგ თოლიების ხმებსაც დასჯერდნენ თქვა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა იმედის ეთერში. TV პირველის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში, რომელშიც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბარს მოიცავს, BERA პრემიერმინისტრს მიმართავს სიტყვებით “ტრიტრი” და ეუბნება, რომ მობილურის ზარზე დაიყენოს, რათა ყველამ იცოდეს “ვისი ვეშჩია”. აქედან გამომდინარე, სოციალურ ქსელში ვარაუდობდნენ, რომ “ტრიტრი” არის ბერა ივანიშვილის 2017 წლის სიმღერიდან Three Words, რომელიც თოლიების კივილით იწყება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: