ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით, ოზურგეთის მერის, კონტსტანტინე შარაშენიძის სამეზობლოში ტროტუარზე რკინის კონსტრუქცია დადგეს. როგორც გვითხრეს, მავანს აქ ბარის გაკეთება უნდა დანებართვა, ტროტუარის ათვისებაზე, ოზურგეთის მერიამ უკვე გასცა:
_ ოზურგეთში ყველაფერი მოსულა, მათ შორის ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარის ჩაკეტვა. აქვე, ახლოს ოზურგეთის მერი და მერიის ერთ_ერთი სამსახურის უფროსი ალეკო მამეიშვილი ცხოვრობს და სწორედ მათი დამსახურებით ხდება ეს ყველაფერი, _ გვითხრეს ადგილობრივებმა, რომლებიც არც იმას გამორიცხავენ, რომ აქ რომელიმე მაღალჩიოსნის ფინანსური ინტერესიც იყოს.
_ ალბათ ვიღაცეებს რაღაცეებს უხდიან. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, ქალაქის ცენტრში, ტროტუარზე კონსტრუქციის დადგმის უფლება მიეცათ და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება შეეზღუდათ, _ აღნიშნავენ ოზურგეთელები.