The Guardian: ქართული ფეხბურთი მოდაშია – ჩემპიონთა ლიგაზე ყურადღება კიტეიშვილს მიაქციეთ

პოპულარულმა ბრიტანულმა “გარდიანმა” “შტურმის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში იმ რვა ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც ნაკლებად ცნობილები არიან და რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ.
“ქართული ფეხბურთი ევროპირველობისა და ერთა ლიგაზე გასულ შაბათს ჩეხეთის 4:1 განადგურების შემდეგ მოდაში შემოვიდა. ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე გაზეთების სათაურებში გვხვდება, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას უნივერსალი ოთარ კიტეიშვილი მიიღებს.
ის გასულ სეზონში ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, როდესაც მისმა გუნდმა “ზალცბურგის” ათწლიანი ჰეგემონია დაამხო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ის მოედანზე ყველგანაა და ახერხებს

ბურთით და ბურთის გარეშე დაუღალავად შრომას. “შტურმის” გულშემატკივრები მას აღმერთებენ და ყველა ზეიმობდა, როცა სოლიდურ ხელფასზე კატარში წასვლის ნაცვლად ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი”.

აგრეთვე დასახელებულები ხრისტოს ცოლისი (ბრიუგე), ვლადან კოვაჩევიჩი (სპორტინგი), მარტინ ვიტიკი (სპარტა), ენცო მიიო (შტუტგარტი), რომენ დელ კასტილიო (ბრესტი), ადამ დაგიმი (ზალცბურგი) და პეტარ სუჩიჩი (ზაგრების დინამო) არიან.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share