ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის ახალი სანქციების დაწესება განიხილა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება პასუხი იყო ივანიშვილის გუნდის მიერ ქართველ ხალზე ზეწოლის მოხდენის.
მეთიუ მილერმა იმედი გამოთქვა, რომ “საქართველოს ექნება ზუსტად ისეთი მომავალი, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს“.
”გამოვხატავ შეშფოთებას იმ პროცესების გამო, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობდა საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვესანქცირებინა ორი პირი, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტს და ასევე ორი პირი, რომლებიც წარმოადგენენ ექსტრემისტულ განცხადებებს. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამატებით 60 პირის დასანქცირების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია როგორც მათი, ასევე მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაატაროს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, რომ დავინახოთ რეალური წინსვლა დემოკრატიულ პროცესებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ექნება ისეთი მომავალი, როგორსაც იმსახურებს ქართველი ხალხი”, – ამბობს მეთიუ მილერი.