თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამა-შვილი დაჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მეზობელმა მამა და შვილი ცივი იარაღით დაჭრა.

შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე, პარკინგის ადგილის გამო დაიწყო, როცა, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მეზობელმა მამა-შვილს დანით დაზიანებები მიაყენა.

დაზარალებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილნი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share