რას ფიქრობენ ქართველი საზოგადოების სხვადასხვა სფეროსა და სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, საქართველოში ბოლო დროს უკონტროლოდ შემოსულ რუსულენოვან მოსახლეობაზე.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა:
ვახტანგ ძაბირაძე, ანალიტიკოსი:
ეკა ბესელია, პოლიტიკოსი:
“ქვეყანაში მართლაც სამწუხარო სურათია, უსაფრთხოების კუთხით სერიოზულ რისკებს ვხედავ. ათასობით შემოსული ადამიანი იოლად ეუფლება უძრავ ქონებას და ხსნის კომპანიას. სტატისტიკა გამაოგნებელია…”
ნაზი ჯანეზაშვილი, იურისტი:
“ბევრი უარყოფითი ასპექტი აქვს საქართველოში რუსების მასობრივ შემოსვლას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ გამო ყველაფერზე ფასები გაიზარდა. ამ დრომდე ასე თუ ისე, კრედიტებით და შიდა განვადებებით ქართული ხელფასებითაც შეგვეძლო უძრავი ქონების შეძენა, ახლა ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. მეორე და მთავარი უარყოფითი ასპექტი ის არის, რომ ამ ხალხმა თავიანთი, იზოლირებული სივრცეები შექმნა, ძალიან მოედვნენ ქვეყანას, თან საოცრად შინაურულად გრძნობენ თავს. ზოგჯერ მათ სივრცეში მოხვედრისას ისეთი განცდა რჩება ქართველს, რომ თავადაა სტუმარი…”
იაგო ხვიჩია, პოლიტიკოსი:
“ჩემი აზრით, ბევრნაირი რუსი არსებობს, ისევე როგორც ბევრნაირი ქართველი. მე არ მაღიზიანებს რუსული საუბარი ქუჩაში, არც რუსების დანახვა. ზოგს ოჯახის წევრები ჰყავს რუსულენოვანი, უკრაინელებიც რომ ჩამოდიან, რუსულად საუბრობენ…”