ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება – მიხეილ სააკაშვილის განმარტება შიმშილობაზე

მიხეილ სააკაშვილმა დღეს უვადო შიმშილობა გამოაცხადა. მისი მოთხოვნა, ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღებაა . განცხადება მესამე პრეზიდენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გააკეთა:

ჩემი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანმრთელობის დაცვის განხორციელება, როგორც ეს არის მოთხოვნილი სახალხო დამცველის კონსილიუმის და ცენტრ ემპათიის მიერ და დარწმუნებულ ვარ საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომლებიც რომ შემოეშვათ დარწმუნებული ვარ იტყოდნენ ზუსტად იგივეს.

ეს არის კონკრეტული მოთხოვნა და ეს არ არის ის, რომ მორიგი დაშინებული ექიმი შემოუშვან და მერე ქმარი მოუხსნან, ან შვილი ინსტიტუტიდან გაურიცხონ” თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share