“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო შენგელია ბიძინა ივანიშვილს სერგო ორჯონიკიძეს ადარებს და ამბობს, რომ “ის ბევრად უფრო დიდი მოღალატეა, ვიდრე სერგო“.
შენგელია აცხადებს, რომ ქართველ ერს სწორედ ახლა სჭირდება, რომ ამ “ამ მონების, ამ რუსები ეპოქა დასრულდეს.“
”ვერ წარმოუდგენია ბიძინა ივანიშვილს, თუ რა გააკეთა ამ განცხადებით, დიახ, ეს განცხადება არსად სხვაგან არ არის დაწერილი კრემლის შენობის გარდა და ეს თავში სხვა არავის მოუვიდოდა. ერს ახლა სჭირდება რომ ამ მონების, ამ რუსები ეპოქა დასრულდეს.
ადრე როცა რუსულ საქმეზე ვსაუბრობდით, მოგვყავდა მაგალითად, ის სერგო ორჯონიკიძეა, დღეს ის უკვე ბიძინა ივანიშვილია, ის სერგოზე მაგარი მოღალატე გახდა. მათ დიდი რაღაც ფერმა , მე -5 კოლონა შექმენს, რომლებსაც უნდათ ჩვენი ქვეყანა დაჯიჯგნონ“,- განაცხადა შენგელიამ.
შენგელიას თქმით, ქართველი ხალხი არასოდეს მოუხდის ბოდიშს ერს, რომელმაც ისინი საკუთარი სახლებიდან გამოყარა.