“გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მმართველი პარტიის წევრებს კორუმპირებულობაში ადანაშაულებს და “პოლიტიკური ამბების” ეთერში აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, “კორუმპირებული სისტემის პასუხისმგებლობა დადგება“.
ყოფილი პრემიერის გუნდის წარმომადგენელი თბილისის მერს ბრალს ქართველი ხალხისთვის ფულის მოპარვაში სდებს და ამბობს, რომ “კორუმპირებულმა კალაძემ, რომელიც წლიდან წლამდე ვერ ძღება, ყველანაირი ჭერი გახვრიტა“.
ლევან გოგიჩაიშვილი ირწმუნება, რომ “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ, ივანიშვილის გუნდის წევრები, მათ შორის, კახა კალაძე, თითოეულ თეთრს უკან დააბრუნებენ.
”ბიძინა ივანიშვილი თავისი რიტორიკით, კორუმპირებული სპიკერებით, ქართულ საქმეს არ აკეთებს. როგორ შეიძლება, ქართული საქმე აკეთოს კახა კალაძემ, რომელიც წლიდან წლამდე ვეღარ ძღება, გაუმაძღარია, გახვრიტა ყველანაირი ჭერი, ზღვარი. მაგ კორუმპირებულმა მერმა უნდა იცოდეს, რომ უგულავას რომ აპატია ივანიშვილმა, ეს ივანიშვილის პრობლემაა. კახა კალაძე ყველა თეთრს მოიტანს, რაც მოიპარა მისი მერობის პერიოდში. ალბათ, გაიქცევა, მაგრამ სადაც იქნება კახა კალაძე, ყველგან მიწვდება სახელმწიფო”, – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.