პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას. ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, დელეგაციაში მისი ფრაქციის წევრები არ იქნებიან. დეკანოიძის შეფასებით, “მართებული არ არის” ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში ყოფნა. საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს წავა. მასში ქართული ოცნების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და დავით სერგეენკო შედიან.