,,ოცნებას” მიღებული ჰქონდა მითითება მისთვის ავტორიტეტული და ავტორიტარული წყაროსგან – დავით უსუფაშვილი

,,ფრაქცია ,,ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ეხმიანება, რომელიც დღეს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით, მიიღო.

დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ქართულ ოცნებას” ჰქონდა მკაფიო მითითება მიღებული, რათა მისთვის ურჩი უწყება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გაეუქმებინა, ამიტომაც სრული იგნორი გაუწია საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას.

ან კანონის მიღების მიზეზი და მიზანი ერთადერთია, მისი ურჩი ხელმძღვანელის ჩამოცილება და ამით სხვების დაშინების მცდელობა. ,,ოცნებამ” სამწუხაროდ, არ გაიზიარა არც საერთაშორისო პარტნიორების, არც ოპოზიციის, არც სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები.

მოგეხსებათ, საერთაშორისო ორგანიზაციები საშობაო არდადეგებზე არიან, მაგრამ ყველამ მოიცალა ამ პროცესისთვის, თუმცა ,,ოცნებას” როგორც ჩანს, მიღებული ჰქონდა მკაფიო მითითება მათთვის ავორიტეტული და ავტორიტალური წყაროსგან, რომ ეს ასე უნდა გაეტანათ ბოლომდე – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share