„ბიძინა ივანიშვილი ტერორისტია“ – ნიკა გვარამია

ბიძინა ივანიშვილი ტერორისტია, პირდაპირ ვამბობ, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერშიგანაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ახლო წარსულისტრავმები უკავშირდება ომს, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ომის შეხსენება ტერორია.

“არ შეიძლება საკუთარი მოსახლეობა წლებისგანმავლობაში გყავდეს გაუჩერებელი ტერორის ქვეშდა ყოველ დღე ახსენებდე სიკვდილს, ომს დაუბედურებას. მით უმეტეს, ქვეყანა, რომლის ახლოწარსულის ტრავმები უკავშირდება ომს. მეტი კიარაფერს ჰქვია ტერორი. ხალხის დახოცვა კი არ არის, ტერორი არის ხალხის შიშში ყოფნა და ამისიინსპირაცია. 27 სექტემბერს, ძალიან ტრაგიკულ დღესრომ იღვიძებს ქართველი და მით უმეტეს დევნილიდა ხედავს სიკვდილის ფოტოებს ბილბორდებზე დაამას ბავშვებიც უყურებენ – ამას ჰქვია ტერორი.“ – განაცხადა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share