ჯო ბაიდენს ივანიშვილისა და საქართველოს მმართველი ძალის სხვა წარმომაგენლის დასანქცირების მოთხოვნით მიმართვეს.
ვრცელ წერილს, რომელის აშშ-ს პრეზიდენტს გადაუგზავნეს, ხელს აწერენ ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმსრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი.
ისინი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, მკაცრი ზომები მიიღოს პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
დიპლომატების მტკიცებით, თუ ოლიგარქი შეძლებს ოქტომბრის არჩევნების მიტაცებას, სისრულეში მოიყვანს ოპოზიციის აკრძალვის მუქარას, ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს დაამყარებს და რუსულ ორბიტაზე გადაიყვანს.