სანქციების ახალი პაკეტი “ოცნებას“- ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ვაშინგტონში ივანიშვილის დასანქცირებაზე პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს, უბრალოდ ეს არჩევნებამდე მოხდება და თუ მას შემდეგ, ამაზე მიდის დისკუსია.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ “არსებობს აზრი, რომ ივანიშვილის კიდევ მიეცეს შანსი, შეეგუოს გარდაუვალ მარცხს, რომელიც მას 26 ოქტომბერს ელოდება”
ივანიშვილის დასანქცირებაზე პოლიტიკური შეთანხმება უკვე არსებობს, ერთადერთი დისკუსია, რაც ვაშინგტონში მიმდინარეობს ესაა, როდის უნდა დასანქცირდეს ის.
არსებობს აზრი, რომ ივანიშვილის კიდევ მიეცეს შანსი, შეეგუოს გარდაუვალ მარცხს, რომელიც მას 26 ოქტომბერს ელოდება, და დაუტოვონ გზა, თავი აარიდოს სანქციებს, და ასევე , არსებობს აზრი – იმისთვის, რომ ივანიშვილმა არც კი იფიქროს და გაბედოს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა, საჭიროა მისი სანქცირება არჩევნებამდე“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ამერიკის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმსრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი მიიჩნევენ, რომ ქართული დემოკრატიის გადასარჩენად, ბაიდენმა ოლიგარქები უნდა დაასანქციროს.
კელი და კრამერი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, მკაცრი ზომები მიიღოს პრორუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ავტორიტარული მმართველობით ქვეყანა დამანგრეველ გზაზე რუსეთისკენ მიჰყავს.