მეუფე საბა მრევლს: ღვთისგან მონიჭებული უფლებაა, რომ არჩევნებზე მიხვიდეთ და თქვენი ხმა გამოიყენოთ

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბა ინწკირველი წინასაარჩევნოდ მრევლს მიმართავს და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს.

„თუ ვინმეს სამშობლო უყვარს, ვისაც სამშობლო ადარდებს, მას აქვს ერთი უფლება, რომ გამოიყენოს თავისი ხმა, თავისი შეხედულების მიხედვით, თავისი სინდისის მიხედვით და მისცეს იმ პარტიას ხმა, რომელიც მას სურს და ეს ცოდვა არ არის.

თქვენ ეს უფლება გაქვთ მონიჭებული, პირდაპირ ვამბობთ, ღვთისგან მონიჭებული არჩევნების გზით ხდება, კანონის გზით ხელისუფლების არჩევა, ამიტომ ეს თქვენი ღვთისგან მონიჭებული უფლებაა, რომ მიხვიდეთ და თქვენი ხმა გამოიყენოთ.

 

არჩევნებზე მისვლის უფლება გაქვთ ღვთისგან მონიჭებული – ეს ჩვენი მოვალეობაა, როგორც ამ ქვეყნად მცხოვრები ადამიანებისთვის“, – აღნიშნავს ეპისკოპისი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share