“მოიშორე ქოცნება, მოიშორე ბიძინა” – “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის საარჩევნო ბილბორდები დაბლოკა

“მოიშორე ქოცნება, მოიშორე ბიძინა” – “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის საარჩევნო ბილბორდები დაბლოკა. გარე რეკლამაზე “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანია გაჩერებულია. ხელისუფლებამ  ბილბორდების მფლობელ კომპანიას მათ გაკვრაზე უარი ათქმევინა.

თუმცა, ცენზურა არ ვრცელდება “ქართულ ოცნებაზე”. იმ დროს, როდესაც მმართველმა პარტიამ მთელი ქვეყანის მასშტაბით საბჭოთა კავშირი გააცოცხლა და სიკვდილის ბილბორდები გამოფინა, შინაარსზე ამ კომპანიას კითხვა არ გაჩენია. არც 4 წლის წინ, როდესაც ხელისუფლებამ სისხლიანი ბანერებით გაავსო ქვეყანა. არჩევნებამდე 23 დღით ადრე კი ოპოზიციურ კოალიციას სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების უფლებას არ აძლევენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share