კახეთში, სოფელ კარდენახში, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრებს წინასაარჩევნო შეხვედრისას თავს დაესხნენ. დაშავებულია პარტიის რეგიონული ლიდერი, ლევან მეტრეველი.
როგორც მეტრეველი ამბობს, მას ორი პირი დაესხა თავს და ერთ-ერთი მათგანის ამოცნობა შეუძლია.
“მე ვიყავი ბოლო გამომსვლელი, დავამთავრეთ ეს შეხვედრა, ატყდა ჩოჩქოლი, მივედით ამბის გასარკვევად და თავს დამესხა ორი კუნთმაგარი ტიტუშკა. […]
ახლა გავარკვევ, რა დაზიანებები მაქვს. როგორც ექიმმა, შემიძლია გითხრათ, რომ ტვინის შერყევის სურათი ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ახლა ვნახავ თუ არის მოტეხილობა სახის ძვლების. […]
მე თავს დამესხა ორი ადამიანი. ერთს ვერ ვხედავდი, ჩემგან მარჯვნივ იყო, მაგრამ ძირითადი აქტორი ვინც იყო, იმის ამოცნობა შემიძლია, ეს ვიდეოკადრები არსებობს”. – უთხრა მან ჟურნალისტებს კლინიკაში შესვლამდე.