ნდობის ერთადერთი ფაქტორი სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMG-სთან ინტერვიუში დასავლეთთან ურთიერთობების კონტექსტში თქვა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, სალომე ზურაბიშვილს აქვს დასავლეთის ნდობა.
“ნდობა აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ის არის მათიანი [დასავლეთის], ვისაც ჩვენ უნდა ველაპარაკოთ და ვთხოვოთ, იქნება ეს მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი თუ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ შეიძლება ძალიან დიდხანს ვიაროთ, რომ მივაგნოთ იმ ადამიანებს, ვისაც ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლია. სალომე ზურაბიშვილს კი აქვს პირდაპირი გზა და ნდობის ფაქტორიც აქვს უდიდესი”, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.
მისივე თქმით, საქართველოში არ გამოიძებნება ხუთი პოლიტიკოსი მაინც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური განათლების და მის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორებით აჯობებს.
“ზოგჯერ რომ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ორი თვე დარჩა და მერე გადავირჩევთ, ვერ დამისახელებთ ხუთ პოლიტიკოსს საქართველოში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპირწონე იქნება. რომელიც ჩაანაცვლებს სალომე ზურაბიშვილის ბექგრაუნდს, პოლიტიკურ განათლებას და იმ ნდობას, რომელიც მას გააჩნია”, – განაცხადა ჭყონიამ.
მსგავსი სტატიები:
მამუკა მდინარაძე ნინო წილოსანთან კონტაქტის გამო, თვითიზოლაციაში გადავიდა
‘ოცნება” ცრა წელია ბანერებზე აშენებს ქვეყანას, ეს არის რუსული ცინიზმი”
ახლა მთელი ღამე ველოდოთ როგორ გააყალბებენ ოქმებს, დაჯღაბნიან და იცოდვილებენ ბალანსის დასასმელად-ჯანგირაშვილი
“კახა ბენდუქიძე მოკლეს ამათ თავისი ბრალდებებით!”-მიხეილ სააკაშვილი
“ოცნების” ძირითადმა ბირთვმა პაუზა აიღო იმის შიშით, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვა უტყუარ მტკიცებულებებს დადებს”
”რასაც ხელისუფალი აკეთებს, ვერ ეტევა საღ აზრზე დაფუძნებული, პრაქტიკული პოლიტიკის ჩარჩოებში”
სააღდგომო ლელოგატანია დვაბზუში
ფოთში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისი დაარბიეს
