სალომე ზურაბიშვილი ნდობის ერთადერთი ფაქტორია – თემურ ჭყონია დასავლეთთან ურთიერთობაზე

ნდობის ერთადერთი ფაქტორი სალომე ზურაბიშვილია, – ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMG-სთან ინტერვიუში დასავლეთთან ურთიერთობების კონტექსტში თქვა. როგორც ბიზნესმენი ამბობს, სალომე ზურაბიშვილს აქვს დასავლეთის ნდობა.

“ნდობა აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. ის არის მათიანი [დასავლეთის], ვისაც ჩვენ უნდა ველაპარაკოთ და ვთხოვოთ, იქნება ეს მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი თუ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ შეიძლება ძალიან დიდხანს ვიაროთ, რომ მივაგნოთ იმ ადამიანებს, ვისაც ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლია. სალომე ზურაბიშვილს კი აქვს პირდაპირი გზა და ნდობის ფაქტორიც აქვს უდიდესი”, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

მისივე თქმით, საქართველოში არ გამოიძებნება ხუთი პოლიტიკოსი მაინც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკური განათლების და მის მიმართ არსებული ნდობის ფაქტორებით აჯობებს.

“ზოგჯერ რომ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ორი თვე დარჩა და მერე გადავირჩევთ, ვერ დამისახელებთ ხუთ პოლიტიკოსს საქართველოში, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპირწონე იქნება. რომელიც ჩაანაცვლებს სალომე ზურაბიშვილის ბექგრაუნდს, პოლიტიკურ განათლებას და იმ ნდობას, რომელიც მას გააჩნია”, – განაცხადა ჭყონიამ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share