ყოფილი სახალხო დამცველის, პლატფორმის – „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელს, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ე.წ. ტექნიკურ მთავრობის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურაზე, საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.
„არა, [ჩემზე] არანაირი საუბარი არ ყოფილა. ჩემთან ასეთი საუბრები არ ყოფილა. ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ პროცესში სახელების და გვარების დასახელება არის განზრახი დესტრუქცია. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ვიღაცების გვარების გამოცხადება, არასწორი მგონია“, – განაცხადა ლომჯარიამ.