თეა სიხარულიძე ჩემი გურული მოგონებებიდან .
-ნათია , ბაბუაჩემის ბიძაშვილის ცოლის დის ქორწილია ,პაიჯში ვართ და კოსტუმს მათხუებ?
– გათხუებ ,წეიღე, ისე ყოჩაღ მაგენს ქორწილის გადახდის ფული თუ აქვენ ახლა.
– ვალად უუღიენ ყველაფერი .
– კაბა გაქ?
– კაბა ირინადან ვითხუე უკვე.
– ფეხსაცმელი?
– ფეხსაცმელი ნანაიადან ვითხუე.
– თმას რაფერ იკეთებ?
– მაიკო გადმუა და ჩამიწვნის ლამაზად.
– ჩანთა არ გინდა?
– ჩანთა ლალიას გამუართვი.
– რაით მიხვალთ?
– გიგაიამ , ნოდარიას უთხრა ბენზინს ჩაგისხამ და წაგვიყვანეო.
– ფულს რამდენს წერთ?
– არ ვიცი , დედიკო ლამარა ბიცოლასთანაა წასული სასესხებლად და რამდენსაც ასესხებს იმდენს.
– კაი აბა თავს გუუფრთხილდი,ვინმემ არ მოგიტაცოს იმ ქორწილიდან თუარა, დავრჩებით ამდენი ხალხი უკოსტუმ-უჩანთ-უკაბ- უფეხსაცმლოდ.
– უჰ! რა მომსპარი ენა გაქ!
თეა სიხარულიძე.
გეფიცებით მარტო სახელები შევცვალე დანარჩენი რეალურია და მეც მეხება ასე ხდებოდა ბნელ 90- იანებში გურიაში
არქივმა ამომიგდო- იგონებს საკუტარ ფეისბუკ გვრდზე სამოქალაქო აქტივისტი თეა სიხარულიძე