ოზურგეთი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მძიმე ტექნიკას გადასცემს

ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს გადაწყვეტილებით, რუსეთს, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში (ყოფილი მიქელ გაბრიელი) – ძეგლის სახით დამონტაჟებული ტანკი-  ტ-32 გადაეცემა.

ამის შესახებ, ჟურნალისტებს, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამავდროულად დონის კაზაკთა გურული დანაყოფის ატამანმა, დავით დარჩიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ტანკს ამ დღეებში მოხსნიან კვარცხლბეკიდან და ნატანების რკინიგზის სადგურიდან გორში, შემდგომ კი ცხინვალის გავლით რუსეთში გადააგზავნიან.

ცნობისათვის: ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ბზიფის კავალერიის მეთაურის რანგში, დონბასში გასულ წელს იბრძოდა, თუმცა მას შემდეგ რაც უკრაინელებმა მისი ულაყი დაჭრეს, მან მსუბუქი დაზიანებები თავის არეში მიიღო  და ოზურგეთში კანონშემოქმედებას დაუბრუნდა.

ის დაჯილდოებულია კადიროვის მე-7 ხარისხისა და კირკოროვის მე-4 ხარისხის ორდენებით.

მას შემდეგ რაც რუსებს ტყვია წამალი გამოელიათ, ისინი მის მომხრეებს მსგავსი ტიპის ტექნიკის  კვარცხლბეკებიდან ჩამოხსნისა და რუსეთში გადაგზავნის თხოვნით დაუკავშირდნენ. ამ თხოვნას ერთ ერთი პირველები ოზურგეთში გამოეხმაურნენ.

“პირველი აპრილი”

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share