სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი ასეთ ამბავზე წერს:
“ნამდვილად მომხდარა ეს ამბავი გუშინ ღამით გურიაში. ანეკდოტი არ გეგონოთ: გურულ მეკუბოვეს სასახლის გამზადება შეუკვეთეს. იმანაც სასწრაფოდ გააკეთა. დაიღალა და იფიქრა, ახლა ცოტას წავუძინებ და რომ გავიღვიძებ ქე გადავუტან ამ კუბოს იმ უბედურებსო….
რომ გაიღვიძა უკვე გაჭიმული 21 საათი იყო, კომენდანტის საათი დაწყებული იყო, მაგრამ კუბო მისატანი ქონდა აუცილებლად. რაღას იზამდა? შემოიდო კუბო ზურგზე და გაუყვა გზას. გააჩერა პატრულმა :
– რაია აი სა მიხვალ ამ შუაღამეს, ხოიცი გარეთ გასვლა არ შეიძლება. ახლა გამოგიწერთ 3000 ლარიან ჯარიმასო.
გურულმა უპასუხა:
– არსათ არ მივალ ძამა, აგერ აა, ახლოში, საცხა დამასაფლავეს, არ მომეწონა ი ადგილი და სხვაგან გადავდივარო
შეშინებულმა პატრულმა უკანმოუხედავად მოკურცხლა თურმე”.