8 წლის ჩინელი ბიჭის საოცარი მონდომება

რვა წლის ჩინელმა ბიჭმა ძლიერი ყინვის მიუხედავად ხუთი კილომეტრი გაიარა სკოლაში მისასვლელად და გამოცდის ჩასაბარებლად. სკოლაში, სადაც გათბობა არ იყო გაყვანილი.
გამოცდაზე მისულ თმაგაყინულ პატარას მასწავლებელმა ფოტო გადაუღო, რომელიც ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ბიჭის ისტორიამ გულგრილი ვერავინ დატოვა და რამდენიმე დღეში ხალხმა დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი შეაგროვა. შეგროვილი თანხით სკოლისა და იუნანის პროვინციის ღარიბი ოჯახებისთვის გამათბობლები შეიძინეს, დარჩენილი თანხით კი ბავშვებს თბილი ტანსაცმელი უყიდეს.
როგორც პატარა ბიჭმა მოგვიანებით თქვა, იგი ამინდის მიუხედავად ყოველთვის დადიოდა და ივლის სკოლაში, რადგან განათლება სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share