დავით დარჩია ბზიფის კავალერიას უხელმძღვანელებს და დონბასში რუსებს დაეხმარება

საქართველოს ფაქტიური მფლობელის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი (პარალელურად ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარეობასაც ითავსებს), დავით დარჩია, ბზიფის კავალერიას უხელმძღვანელებს და მხედრებს დონბასში რუსების დასახმარებლად წარუძღვება.

ამის შესახებ ცნობებს, რუსეთის სამხედრო დაზვერვის კონტროლქვეშ მყოფი, რუსული გამოცემა „ლენტა.რუ“ ავრცელებს.

იმავე გამოცემის ცნობით, თავდაპირველად საუბარი იყო დარჩიას – გუდაუთის სატანკო დივიზიის მეთაურად დანიშვნაზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა ამ პოსტზე უარი-მსოფლიოში ნავთობზე ფასების მკვეთრი მატების გამო- თქვა:

„თიბა უმფრო ეფია და ამიტომ ცხენები ვარჩიე“ მოკლედ მოუჭრა მტრულ გამოცემა „უოლტ სთრით ჯორნალის“ აგენტის კითხვას დარჩიამ.

ამასობაში გურიის რეგიონალური გამოცემა „ვასილისა ჩიგო“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბზიფის კავალერიის შესავსებად ოზურგეთის მერიამ 22 ულაყზე, 12 ტაიჭზე, სამ საროჭიკე ცხენსა და 5 კვიცზე-ტენდერი გამოაცხადა.

სამხედრო ექსპერტთა თქმით, უკრაინელი ხალხის წარმატებული ბრძოლების შემდეგ, ახლა ერთადერთი კითხვა იმაში მდგომარეობს – მოასწრებენ თუ არა დარჩიას ულაყები დონის გადალახვას მანამ, სანამ უკრაინელები მოსკოვში შევლენ.

“პირველი აპრილი”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share