გურიაში 8 პუნქტიანი გეგმის“ მარადისობაში გარდასავლენად სპეციალურ ლოცვებს აღავლენენ

შემოქმედის ეპარქიის ტაძრებში „8 პუნქტიანი გეგმის“ მარადისობაში გარდასავლენად სპეციალურ ლოცვებს აღავლენენ.

ძმები თალაკვაძეების საპატივცემულოდ გურიაში ქელეხებსა და ქორწილებში, უკვე „რვაპუნქტიანი გეგმის“ სადღეგრძელოებს სვამენ

ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი შესაძლოა „რვა პუნქტიანი გეგმა“  არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადოს და „იუნესკომ“ ის დაცულ ძეგლთა რეესტრში შეიყვანოს.

ამის შესახებ განცხადებას დედაო ხოთხოთხინია აკეთებს ოზურგეთის საკრებულოდან.

„რვა პუნქტიანი გეგმა“  ეს არის მექანიზმი-ისტორიული მოვლენა-რომელმაც სათავე დაუდო ოზურგეთში „თალაკვაძეების დინასტიის“ გაბატონებას.

პირველად ის ოზურგეთელებს ევროპარლამენტარმა ანდრიუს ლავრენტიუსმა გაანდო და მის კოლეგა და სეხნია კუბილიუსთან ერთად ოზურგეთის ცენტრში – „რვაპუნქტიანი გეგმის“ პირველი ნაყოფი „კუბოთა ხორუმი“ გახსნა.

ამასობაში ევროპარლამენტარი რასა ჩხიკვიუკნევჩიენე აცხადებს, რომ ოზურგეთი გახდება მსოფლიოს მესამე ქვეყანა, ბრაზილიისა და ავსტრიის შემდეგ, სადაც ფალოსს ძეგლს დაუდგამენ, ესეც „რვაპუნქტიანი გეგმიდანაა“ და როგორც ქალბატონი რასა ასევე ვიოლა თფუი ხომეროვა ამაზე უკვე საკუთარი „ფეისბუკ გვერდებით“ ზრუნავენ.

როგორც ოზურგეთის საკრებულოდან გვატყობინებენ „რვაპუნქტიანი გეგმიდანაა“ ასევე „ზაკუსოჩნაია – ფუხართან“, რომელიც მერის თავზე დაიდგმება და მაღალჩინოსნები მასში საკვამურიდან ივლიან.

„ზაკუსოჩნაია“ მხოლოდ მაშინ იმუშავებს როცა „ფუხრის“ საკვამურიდან „თეთრი კვამლი“ ამოვა-რაც იმას ნიშნავს, რომ მერმა დააღწია თავი თბილისს და ოზურგეთს სტუმრობს.

სხვათაშორის ამ „ზავედენიას“ ეროდი ლავროვი და პაატა კარასინი გახსნიან.

„რვა პუნქტიანი გეგმა“  განაგრძობს ადგილობრივებზე ზრუნვას და უახლოეს დღეებში იგეგმება „შუხუთის ტრადიციული სააღდგომო ლელოს“ გადმოტანა ოზურგეთში შეცვლილი ფორმატით-მაგალითად-ლელოს ფარგლებში ერთმანეთს კლანებად გადანაწილებული მაღალჩინოსნები დაერევიან, მოსახლეობა კი ამ დაპირისპირებას შორიდან უყურებს-ეს ღონისძიება ყოველთვის დიდი – 50 მილიონიანი ტენდერების წინ გაიმართება და მასში გამარჯვებულს ტენდერიც გადაეცემა, ეს უკანასკნელი კი მშვიდად მიირთმევს.

(პირველი აპრილი)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share