ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, ოზურგეთი ურეკის საავტომობილო მაგისტრალის მთელ მონაკვეთზე ე.წ. “ჭკვიანი კამერების” განთავსების შესახებ, ოზურგეთელი მძღოლები აღაშფოთა.
არაოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურად ამ ე.წ. “ჭკვიანი კამერების” მიერ ათასზე მეტი ოზურგეთელი მძღოლი ჯარიმდება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, “ჭკვიანი კამერები” ოზურგეთი ურეკის ავტომაგისტრალის მთელ მონაკვეთზე მიმდინარე წლის 23 იანვრიდან განთავსდა.
მას შემდეგ ამ კამერებით, არაოფიციალური მონაცემებით, ყოველდღიურად ათასზე მეტი ოზურგეთელი მძღოლი ჯარიმდება.
რედაქციას დაუკავშირდა უამრავი მოქალაქე, რომელიც აღნიშნულს აპროტესტებს.
ერთ ერთმა მძღოლმა გვითხრა, რომ მოძრაობდა ოზურგეთი სოფელ მერიის მიმართულებით და მეორე დღეს შეტყობინება მოუვიდა სამჯერ დაჯარიმების შესახებ სიჩქარის გადაჭარბების გამო.
სამივე შემთხვევაში მოქალაქე 150 ლარით, ლამში კი 450 ლარით დაჯარიმდა.
სიჩქარის გადაჭარბებად კი ითვლება მომენტი, როცა ავტოპმანქანის სიჩქარე საათში 50 კმ აღემატება.
როგორც ხელისუფლებიდან გვაცნობეს, ეს მხოლოდ დასაწყისია და ახლო მომავალში ე.წ. “ჭკვიანი კამერები” ოზურგეთის მთელ ტერიტორიაზე დამონტაჟდება.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამისათვის სოლიდური თანხები გამოიყო.
თუმცა დაჯარიმებიდან შემოსული ფინანსების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბიუჯეტს რჩება, ეს მონაცემები კი, უხეში გათვლებით ყოველდღიურად ასი ათას ლარს აღემატება.