საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლევან ხაბეიშვილს ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
“გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან მხარს”- წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც ლევან ხაბეიშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.
არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი – 3,73%, ნიკა მელია – 40%, გიორგი მუმლაძე – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი – 52,58%. პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა.
რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით განხორციელდა.