“არ გრცხვენიათ მაქ რომ ზიხართ და მერს რომ გიწოდებენ?”-შარაშენიძე თალაკვაძეს

” არ გრცხვენიათ ახლა მაქ რომ ზიხართ და მერს რომ გიწოდებენ? რომ დააშინეთ, ამდენი ფულები, რომ იხადეთ  ხალხის მოსასყიდლად, გზის ოთხივე მხარეს რომ იჯდნენ თქვენი კოორდინატორები, 11 წლის ბავშვები რომ გამოიყენეთ ბინძურად წინასაარჩევნოდ, ამ ყველაფრის არ გრცხვენიათ?!”- ასე მიმართა დღეს, გამართულ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ის დეპუტატმა, გოჩა შარაშენიძემ, მერს ავთნდილ თალაკვაძეს, რასაც სoტყვიერი დაპირისპირება და განსაკუთრებით  ოპონენტი, ქალი დეპუტატების გაცხარება მოჰყვა. “უზრდელი  ხარ და ცრუ ხარ”-გადასძახა  კოლეგას ქეთი ვასაძემ.

რაც შეეხება საკრებულოს სხდომებზე ოპონენტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით  გამორჩეულ მარიკა ჩხიკვიშვილს, მან დღეს, შეიძლება ითქვას, ყველანაირ  ზღვარს გადააბიჯა და კოლეგის პირადი ცხოვრებას  შეეხო. “შენი შვილის საკითხით რომ აპელირებ, მართლა შენს  შვილს კითხე რატო გააქციე  სახლიდან. მართლა ყველანაირ ზღვარს  გასული კაცი ხარ”.-მიმართა ჩხიკვიშვილმა შარაშენიძეს.

ცნობისთვის, ხმაური იყო დღეს ოზურგეთის მუნიციპილატეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ.

ოპოზიციის  კრიტიკა ბიუჯეტში ნახევარი მილიონით გაზრდილ სახელფასო  ფონდს და სოციალურ პროგრამებზე შეზღუდულ დაფინანსებას მოჰყვა. ერთმანეთის მიმართ დეპუტატებმა უხეში შეფასებები არც ამჯერად დაიშურეს. დარბაზში გადაძახილები და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთი გრძელდებოდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share