ოზურგეთის საკრებულომ სახელფასო ფონდი ნახევარი მილიონი ლარით გაზარდა

დღეს გამართულმა ოზურგეთის საკრებულოს სხდომამ  ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, რაშიც ნახევარ მილიონი ლარით სახელფასო ფონდია გაზრდილი.

ოპოზიციის მტკიცებით,  ბიუჯეტში ის პრიორიტეტები ნაკლებადაა გათვლილი, რაც მოსახლეობას რეალურად აწუხებს.

ენმ-ის დეპიტატების კრიტიკას, მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ბრალდებები მოჰყვა და კოლეგები დესტრუქციის მცდელობაში დაადანაშაულეს.

“სასაცილო  ხარ შენ, მასეთ განცხადებედბს რომ აკეთებ”, -მიმართა მერის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ  სხდომაზე  ბესო ქათამაძეს, რასაც ოპონენტის მხრიდან კრიტიკული პასუხი მოჰყვა.

“მარტო სასაცილო კი არა, ციხეში ხარ გასაშვები იმდენი უბედურება გაქ  გაკეთებული. დაჯექი მაქ და ნუ უზრდელობ, პატივი ეცი დეპუტატებს და საკრებულოს  რეგლამეტს, უყურე  ამ თავხედს ბიჭო”,-იყო ქათამაძის პასუხი.

“მქუხარე ტაშით და დიდი ჟრიამულით დაამტკიცა “ქართული ოცნების” უმრავლესობამ ბიუჯეტი,სადაც სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 1მლნ.  860 ათსი ლარია გამოყოფილი და ამ დროს ბიუროკრატიაში 6 მილიონი ლარი უნდა გადავიხადოთ ბიუჯეტიდან.

პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს  ეუბნებიან, რომ თვეში 10 ლარი უნდა იკმარონ ამ ბიუჯეტის მიხედვით, მაშინ როცა მათ 4 ათასი და 5 ათასი ლარი აქვთ ხელფასები.

მოქალაქეების მთელ რიგ საჭიროებებზე უარის თქმის მიუხედავად,მოახერხეს და სახელფასო ფონდი ნახევარი მილიონით გაზარდეს”.-აღნიშნა სხდომის დასასრულს მედიასთან, ენმ-ის დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, საკრებულომ დღეს, 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკემუნტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტი 27  მლნ  814 ათასი ლარითაა განსაზღვრული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share