“ქართულმა ოცნებამ” ავთანდილ თალაკვაძის მხარდასაჭერად აქტიურად ჩართო სამშენებლო კომპანია “ორბიც”. როგორც “გურიის მოამბეს” თვითმხილველები უყვებიან, ” ორბის” კუთვნილი ავტომანქანების გადაადგილება რამდენიმე უბანზე შენიშნეს. როგორც ჩანს, ისინი კარგად ჰყავთ ორგანიზებული ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი კანდიდატის მხარდასაჭერად.
როგორც ცნობილია, ეს კომპანია ძირითადად სახელმწიფო პროგრამებზე მუშაობს და ხელისუფლებაც საჭირო დროს აქტიურდ იყენებს მათ მხარდაჭერას.