რომელ კანდიდატს რა შანსები აქვს არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება? ადვოკატი კახა ჩავლეიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“ოცნების მერობის კანიდატი აცხადებს, რომ მან კონსტანტინე შარაშენიძე პირველ ტურში “დაამაცხა” 15%-ით და აქედან გამომდინარე მეორე ტურშიც ადვილად გაიმარჯვებს. ამ აშკარად თვითგამამხნევებელი ხასიათის განცხადების უკან აშკარად ჩანს ოცნების კანდიდატის და მისი დამფინანსებლების სერიოზული პრობლემები, რადგანაც მისი შედეგები არის ძალიან ცუდი, თუნდაც იმ მხრივ, რომ თავისივე პარტიას ორიათასზე მეტი ხმით ჩამორჩა ანუ ოცნების მხარდამჭერებმაც კი არ მისცეს ხმა.
თუ ამ რეალობას გავითვალისწინებთ ძნელად დასაჯერებელია, რომ მან ოპოზციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები მიიღოს, რომლის გარეშე მას გამარჯვების არანაირი პერსპეტივა არა აქვს.
მეორე ტურში ყველაფერი თავიდან იწყება და პირველი ტურის “ანგარიში” მხდეველობაში არ მიიღება. შესაბამისად ოცნებაზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე კანდიდატი სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კონსტანტინე შარაშენიძეს გამარჯვებისათვის საჭირო ხმების მიღების გაცილებით უფრო დიდი შანსი აქვს.
* * * * *
ოცნების კანდიდატის და კონსტანტინე შარაშენიძის თანაფარდობა
ავთანდილ თალაკვაძეს:
პირველ ტურში მხარს უჭერდა და მასთან ერთად საერთო საარჩევნო ინტერესები გააჩნდა: პარტია ქართული ოცნებას, ოცნების 15 მაჟორიტარს, ოცნების მინიმუმ 30 პროპორციული სიის კანდიდატს, ყველა დონის საარჩევნო კომისიაში მინიმუმ შვიდი კომისიის წევრს, 500-დე დაფინანსებულ კოორდინატორს, 100-დე დაფინანსებულ შტაბის წევრს, რამდენიმე ოცნების მხარდამჭერი სადამკვირვებლო ორგანიზაციას, ტევ იმედი, პოსტ ტვ და ა.შ. მედიარესურსებს. ამას ემატებოდა ადმინისტრაციული რესურსი, ინფორმაციული მხარდაჭერა პოლიციიდან და სუსიდან, რაც მთავარია ჰქონდა ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა და მისი მხრიდან განხორციელებულ დაღვევებზე არანარი რეგირება არ იყო შესაბამისი ორგანოებიდან.
ასეთ მხარდაჭერის პირობებში ოცნების კანდიდატმა:
აიღო 2079 ხმით უფრო ნაკლები ვიდრე ქართულმა ოცნებამ (17536 ოცნება – 15457 თალაკვაძე), შესაბამისად ჰქონდა გაცილებით უფრო ცუდი შედეგი ვიდრე პარტიას;
ოზურგეთის 62 საარჩევნო უბნიდან (პლუს ერთი კოვიდ უბანი) 40-ზე მეტში ჰქონდა გაცილებით უფრო ცუდი შედეგი ვიდრე ოცნების სოფლის და ქალაქის მაჟორიტარებს;
ოცნების კანდიდატმა მიიღო ხმების (44,221%), ხოლო ოცნების 15 მაჟორიტარიდან 9 მაჟორიტარმა უფრო მეტი პროცენტი მხარდაჭერა მიიღო ვიდრე ოცნების მერობის კანდიდატმა;
პირველ ტურის შედეგების მიხედვით ოცნების მერობის კანდიდატი იყო გაცილებით უფრო სუსტი ვიდრე პარტია და სოფლის და ქალაქის მაჟორიტარები.
მეორე ტურის წინ:
ოცნების კანდიდატს აღარ აქვს რეალური საერთო ინეტრესები ოცნების 15 მაჟორიტართან და 30 პროპორციული სიის კანდიდათან.
მას ხელახლა ყავს სხვადასხვა მანიპულაციებით დასაყოლიებელი მისთვის უკვე ხმამიცემული ამომრჩეველი ხელახლა ხმის მიცემაზე.
დამატებით უნდა მიიღოს ოპოზიციური განწყობის 3000 ხმა.
კონსტანტინე შარაშენიძეს:
შტაბი შედგებოდა მოხალისე-ვალანტიორებისაგან, არ ჰქონდა პარტიული მხარდაჭერა, არ უჭერდა მხარს ქალაქის და სოფლის მაჟორიტარები, არ ჰქონდა პარტული სიის პროპორციული კანდიდატების მხარდაჭერა, არ ჰქონდა მედია მხარდაჭერა, არ ჰქონდა კომისიის წევრების მხარდაჭერა, არ ჰქონდა ინფორმაციული უზრუნველყოფა, გააჩნდა ძალიან მწირი ფინანსური რესურსები, მის ნებისმიერ გადაცდომაზე იყო მყისიერი რეაგირება, მხარდამჭერების მიმართ ხორციელდებოდა სხვადასხვა უკანონო მანიპულაციები.
კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო კამპანია აგებული იყო მხოლოდ მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ხალხთან უშუალო კონტაქტზე. ასეთ პირობებში კონსტანტინე შარაშენიძემ გაცილებით უფრო კარგი შედეგები დადო ვიდრე პარტიული, პარტიის მაჟორიტარებით, პროპორციული სიის კანდიდატებით და მედია რესურსებით მხარდაჭერილმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა. ასეთ პირობებშიც კი კონსტანტინე შარაშენიძემ მიიღო – 10132 ხმა (28.947%).” – წერს ჩავლეიშვილი.