ბევრი კითხულობს, რა შეცვალა ამ აქციამო და ვეცდები აგიხსნათ რა შეცვალა:
აი ეს ადამიანები, ბოლო 9 წელი არიან მეორეხარისხოვანი მოქალაქეები.
განსაკუთრებით, ოცნების მოსვლის პირველ წლებში ამ ხალხმა გაიარა ჩვეულებრივი ტერორი. ცალკე ხელისუფლების მხრიდან, როცა უამრავი მათგანი დაკითხვაზე ატარეს და ცალკე მოსახლეობის მეორე ნაწილის მხრიდან, რომელიც მათ როგორც კეთროვანებს, ისე უყურებდა.
ნაციონალი იყავი? – ჩუმად უნდა ყოფილიყავი, არავის რომ არ გაეგო. ჩუმად უნდა ყოფილიყავი, თუ არ გინდოდა, რომ სამსახურში პრობლემა შეგქმნოდა, თუ არ გინდოდა მეზობელს გაელანძღე ან ქუჩაში ვინმე ძველ ბიჭს დაეკაჩავებინე.
ეს ადამიანები დააკომპლექსეს და არა მარტო ხელისუფლებამ. პირველ რიგში საზოგადოებამ, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილებმა.
აი ეს დაკომპლექსებული ადამიანები ჩუმად ცხოვრობენ 9 წელია და 9 წელია ისმენენ, თუ რა ცუდები და სისხლისმსმელები არიან.
ჰოდა, აგერ, გუშინ, გაიხედეს-გამოიხედეს, უცებ გვერდით 50 000 თავისიანი დაინახეს და იმედი გაუჩნდათ, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს.
ნიჰილიზმი, რომელსაც ივანიშვილი 9 წელია თესავს, რომ არაფერი შეიცვლება და არაფერი გვეშველება, შეიძლება იმედმა შეცვალოს.
იმედი კიდე ზუსტად ისეთივე გადამდებია, როგორც ნიჰილიზმი. იმედიანად მყოფი ადამიანის ყიდვა და დაშინება გაცილებით რთულია, ვიდრე ნიჰილიზმში მყოფის.
აი ამ ადამიანების უმრავლესობა, 30 ოქტომბერს სახეს გააძრობს ნებისმიერ, საარჩევნო უბანზე მობილიზებულ ძველ ბიჭს, რომელიც მათ დაშინებას და არჩევნების მოპარვას შეეცდება.
და რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ახლა ოცნების ტროლებმა “კაი, შეიკრიბეთ, რა შეიცვლება, მაინც იგივენაირად გაგრძელდება ყველაფერიო” და რამდენიც არ უნდა ეცადნონ ამ ადამიანების ისევ ნიჰილიზმში ჩაგდებას, ეჭვი მეპარება რამე გამოუვიდეთ.
აი ეს შეცვალა გუშინდელმა აქციამ.