ოზურგეთის უფასო სასადილოს ბენეფიციარები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საკვების მოპარვაში ადანაშაულებენ.
ამის შესახებ ნათქვამია იფასო სასადილოს ბენეფიციართა ერთობლივ განცხადებაში, სადაც ისინი ოზურგეთის მერიას მიმართავენ და კომპანიის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ.
“როცა ადგილზე მივდივართ ჩვენი კუთვნილი კერძები არ გვხვდება”; “კისელი წყალია”; “პურის გარდა არაფერი ვარგა” – აღნიშნავენ ერთობლივ განცხადებაში ბენეფიციარები.
როგორც გვეუბნებიან მიუხედავად ერთობლივი განცხადებისა დღემდე ოზურგეთის მერიას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.
უფასო სასადილოს ტენდერში რამდენიმე თვის წინ ფიზიკურმა პირებმა გიორგი კალანდარიშვილმა და თამუნა ზუბაშვილმა გაიმარჯვეს.
ისინი ბენეფიციარებს ე.წ. “ფანტანის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასადილოში ემსახურებიან.