“EU-ს წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის” – ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირში გაწევრიანება საუკეთესო იქნებოდა, თუმცა ჯერ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სურს თუ არა წევრობა.

“გერმანიის ბიზნეს ასოციაციაში მე ვთქვი, რომ ევროკავშირის წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის, მაგრამ საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა გაწევრიანება. მე ასევე აღვნიშნე საქართველოსთვის არსებული ეკონომიკური რისკები: FX, საკრედიტო რეიტინგი, შეღავათიანი ფინანსები, FDI, ვაჭრობა, ტურიზმი და ემიგრაცია,” – წერს ფიშერი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share