ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების კვლევის საფუძველზე შეიქმნა, ვანისქედში სუფთა წყლის მიწოდების სისტემა აშენდა სოფელში მუდმივად მცხოვრები 47 ოჯახისთვის.
მშენებლობის პირველ ფაზაზე კომპანიამ განახორციელა შიდა დაქსელვა და ოჯახების მრიცხველებით უზრუნველყოფა. მეორე ფაზის დროს კი, აშენდა და აღიჭურვა სადგური, ასევე, აშენდა სატუმბი სისტემა, რომელიც წყლის შემკრებ რეზერვუარში წყლის შევსებას უზრუნველყოფს, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყაროების მეშვეობით. წყლის მიწოდება 24 საათიან რეჟიმში უკვე გაშვებული.
გთხოვთ იხილოთ ვიდეო: