კურორტ ბახმაროს ცენტრალური ქუჩის 4.5 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთი ენერგო ეფექტური LED განათების სისტემით განათდა. განათებული ლამპიონები 19 აგვისტოდან მოსახლეობის და ბახმაროს სტუმრების ფოტო კამერების ობიექტივებში ხვდება და სოციალურ ქსელშიც აქტიურად ზიარდება. ჩვენ მოვამზადეთ ვიდეო, რომლის ფარგლებშიც გაიცნობთ პროექტის ინვესტორ კომპანიებს, კერძოდ ბახვი ჰესსის და USAID – ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის წარმომადგენლებს. ინვესტორებმა პროექტი ოფიციალურად 2022 წლის 22 აგვისტოს ჩაიბარეს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს გადასცეს მართვაში. მიღება – ჩაბარების აქტს ხელი ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ და ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, ასევე USAID – ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა ალექსეი სანკოვსკიმ მოაწერეს.
გთხოვთ იხილოთ ვიდეო: