“ნაციონალური მოძრაობა” “გურიანთის ინცინდენტში” მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით ოზურგეთის სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” გურიანთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის დასჯის მოთხოვნით, ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დღეს მიმართავს.

როგორც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”  წარმომადგენელმა, დავით მჟავანაძემ გურიის მოამბეს” განუცხადა, სარჩელით ასევე, მოითხოვენ ყველა იმ პირის კანონის შესაბამისად დასჯას, მათ შორის ოზურგეთის მერის წარმომადგენლის გურიანთის ტერიტორიულ ორგანოში, გია ფასიეშვილის და ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატების “ქართული ოცნებიდან” ლევან კილაძისა და ნინო მახარაძის, რომლებიც გუშინ “გურიანთაში მომხდარ ინცინდენტში მონაწილეობდნენ”,

ცნობისათვის; გუშინ გურიანთის გამგებლის კაბინეტში, ოპოზიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს “ქართული ოცნების” “საიდუმლო შეხვედრა” რომელშიც “ქართული ოცნების”  საარჩევნო შტაბის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თავის მომხრეებს, ძირითადად სოციალურად დაუცველ და სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაქმებულ მოქალაქეებს ხვდებოდნენ და გარკვეულ მითითებებს აძლევდნენ.

ვიდეოში, რომელიც დეპუტატმა თათია ნიკოლაშვილმა გადაღო და გაავრცელა, ნათლად ჩანს, შეხვედრა, მასში მონაწილე პირები და გურიანთის მოსახლეობის ამომრჩეველთა სიები, რომლებსაც შეხვედრის მონაწილეები დეტალურად გადიოდნენ.

ვიდეოგადაღების დროს შეხვედრის მონაწილეები თავს დაესხნენ დავით მჟავანაძესა და თათია ნიკოლაშვილს და მიაყენეს მათ ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა,

ადგილზე მივიდნენ სამართალდამცავებიც,

მომხდართან დაკავშირებით ოზურგეთის პოლიციაში გუშინ დავით მჟავანაძე გამოიკითხა,

ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსანმა, გიორგი შარაშენიძემ “გურიის მოამბნეს” კითხვაზე აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე, გვიპასუხა, რომ “პოლიცია ჯერ მომხდარში” ერკვევა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share