გვყავს სანქცირებული მოსამართლეები – თემურ ჭყონია

”ინვესტიციების თემა, მოკლედ რომ გითხრათ, დღევანდელ სიტუაციაში არც განიხილება. ინვესტორობა ხელობაა, პროფესიაა. ინვესტორობა არ არის ემოციაზე აგებული. ინვესტორები განსხვავებული აბსოლუტურად ტიპები არიან. […] არც განიხილება, რომ საქართველოში ინვესტიცია ჩამოვიდეს დიდი პროგრამებით. პირველ რიგში, იმიტომ, რომ გვყავს სასამართლოს სანქცირებული მოსამართლეები, რომლებსაც ვიცავთ. ვერ გამიგია, რატომ ვიცავთ, როდესაც სანქცირებულია. რა მიზანი გვაქვს – გაჭირვებულს ვუდგავართ გვერდში? სახელმწიფოს იმიჯზე მოქმედებს ყველაფერი.”

განაცხადა ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ფორმულას ეთერში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share