ზუსტად 1 კვირა რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებამდე. რას ამბობენ “ოცნების” 12 წელზე და როგორია ხალხის არჩევანი გურიაში?
”უწინ უფრო ბევრი ვიყავით ბებია.ჩემს სოფელში მე ვარ მარტო შემორჩენილი, დაიცალა სოფელი, ბევრი წავიდა და სოფელი დატოვა. აქ ვერ გახდნენ ვერაფერს, ჩემი შვილიშვილებიც საფრანგეთში არიან. გურია ძალიან მტკივა. მეტი შესაძლებლობა უნდა იყოს მაგალითად ლანჩხუთში. მე მინდა, უკეთესობისკენ რომ იყოს ჩვენი კუთხე და ქვეყანა. ამ არჩევნებმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს იმასი, რომ წინ წავიდეთ , მშვიდობა და ყველაფერი კაი ყოფილიყოს ამ ქვეყანაზე.”
”შემოსავალი რაა ჩვენთან, საქონელი, ღორი, ქათამი. სიმინდს ვთესავთ, მოსავალი მოგვყავს და ამით გაგვაქვს თავი. დასაქმება ჭირს, ყველა არჩევნებს იმედით ველოდებით, წინ უნდა წავიდეთ”.
“რომ ამოვიდა პატივცემული ივანიშვილი, ვიფიქრეთ, მოიმატებდა თხილის ფასი, მაგრამ უფრო დაეცა. გურია კია ევროპული რეგიონი მაგრამ, თუ წავედით ევროპისკენ. იმედით ცხოვრობს ადამიანი, მაგრამ ”იმედის” ტელევიზიას ნაღდად არ ვუყურებ”.
”აქ შუაში იდგა დიდი კაი კანფეტის ხე და იგი წაგვართვა. ბევრი ვიბრძოლე, მაგრამ მე ვინ დამიჯერა. ივანიშვილს მე წინ დავუდგებოდი? ვერ დავუდექი წინ. ლაითურში ასეთი ხე მხოლოდ შვიდია. ამ არჩევნებზე მჯერა, რომ შეიცვლება ყველაფერი”.
”ოსეთი არარსებულია, მაგია სამაჩაბლოს ტერიტორია. იმის იქით იყო კიდევ ისტორიული დვალეთი. ბოდიში აქით მოგვიხადონ უნდა”.
”მე რა ვთქვა ბიძი, მე ”ოცნების” შტაბი მქონდა აქ, მაგრამ ახლა არ მომწონს. წინ კი არა უკან მიდის ყველაფერი. არ წავალ არჩევნებზე, არ ვერევი მაგათ საქმეში”.
“მთელი ზაფხული ხალხს უწყლობით ამოხადეს სული. მესამე წელია გაკეთებულია და არ ურთავენ ხალხს იმის გულიზა რომე, არჩევნები სანამ არ იქნება, რომ ხმაი მისცენ”.
“უფრო შეზარდა ხალხს . მარტო არჩევნების წინ რომ აკეთებ, ხომ შეიძლება იმ ოთხ წელშიც გააკეთო რამე. ეს არ უნდა იყოს ასე.”
”აგი ცხოვრებაა? თქვენ ახლა ივანიშვილის ხალხი ხომ არ ხართ? ბასეინი გააკეთენ და წყალი არაა. უპატრონო სოფელია. რომ დასჭირდათ არჩევნებზე, ორი მანქანა ხრეში დაყარეს და წავიდნენ”.
“ახლა ვუსმენდი ჩვენს პრემიერ-მინისტრს და ყველა კანდიდატს შორის პირველ ადგილზე ვართო და რაში ვართ ამ პირველ ადგილზე ვერ გევიგე. “ჯაყოს ხიზნები” მაინც არ აქვთ წაკითხული?რა გვაქვს საბოდიშო?”
”რაის ბოდიში, მაგენის დედა ვატირე მე. ვის უნდა მოვუხადოთ ბოდიში? რუსებს უნდა მოვუხადოთ ბოდიში? თუ შეიცვალა , ცოდოა ხალხი. მე მოხუცი ვარ, მაგრამ ახალგაზრდებმა რა ქნან?თუ წავა ეს მთავრობა, იქნება კარგად ყველაფერი, ისე არაფერი არ იქნება. არ დაიცვათ არავითარ შემთხვევაში აი მთავრობა”.
მთავარი არხი