გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ამ მომენტისთვის უკრაინის ნატო-ში მიწვევის წინააღმდეგია და ეს საკითხი ახლა დღის წესრიგშიც კი არ დგას.
ZDF-თან ინტერვიუში პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ არის საჭირო ახალი გადაწყვეტილებები, გარდა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც უკრაინის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში შესვლის პერსპექტივების შესახებ ვაშინგტონისა და ვილნიუს სამიტებზე მიიღეს
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის „მკაფიოდ გამოხატავს თავის პოზიციას“ და არ შეცვლის მას. იგივე ეხება გერმანული Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდების საკითხსაც.
„ქვეყანა, რომელიც ომშია, ნატო-ს წევრი ვერ გახდება, ეს ყველამ იცის და ამასთან დაკავშირებით უთანხმოება არ არსებობს“, – აღნიშნა შოლცმა.
მისი თქმით, მიმდინარე ომის დროს აუცილებელია გაწონასწორებული ქმედებების განხორციელება, რომელიც არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერას უნდა უზრუნველყოფდეს, არამედ არ დაუშვას გლობალური კონფლიქტი – კერძოდ, რუსეთსა და ნატო-ს შორის.