აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა, საქართველოზე საუბრისას, Globalnews.ge-ს შეკითხვაზე პასუხისას, განაცხადა:
„საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ ძალიან ნათლად გავაჟღერეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოს საარჩევნო პროცესთან და დემოკრატიული ინსტიტუტების ტრაექტორიასთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებულები ვრჩებით.
საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველ ხალხზე უნდა იყოს დამოკიდებული, და ეს თავისუფალი და სამართლიანი პროცესით უნდა წყდებოდეს. ვფიქრობ, საქართველოში არავის არ სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის ჩინეთისთვის“