პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლია.
“დიდი მადლობა საქართველოს ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს ევროპულ მომავალს. თქვენ იყავით ძალიან ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არავინ, არავის არ აქვს უფლება, რომ წაგვართვას ეს ევროპული მომავალი. მინდა მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან უთანასწორო და უსამართლო პირობებში იბრძოდნენ კომისიებში იმისთვის, რომ დაეცვათ თქვენი ხმა. მადლობა მინდა ვუთხრა ჟურნალისტებს, რომლებიც კიდევ უფრო უარეს პირობებში იბრძოდნენ იმისთვის, რომ ყველა დარღვევები ყოფილიყო მაქსიმალურად დაფიქსირებული, მაგრამ იმდენი დარღვევები იყო და ისეთი სხვადასხვა ფორმის დარღვევები, რომ პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ყველაფერი აღებეჭდათ მათ თავიანთ გადაცემებში.
ჩვენ მოვესწარით ძალიან უჩვეულო რამეს – ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს ამას დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე”, – თქვა პრეზიდენტმა.