დასავლეთის სადამკვირვებლო მისიის თანახმად, საქართველოში ჩატარებულ კრიტიკული მნიშვნელობის საპარლამენტო არჩევნებს პოლიტიკურმა ძალადობამ და დარღვევებმა ჩრდილი მიაყენა – ამის შესახებ გავლენიანი საერტაშორისო გამოცამა Politico წერს.
Politico-ს თანახმად, ორმა უცხოელმა დამკვირვებელმა, რომლებმაც ანონიმურობის შენარჩუნება ისურვეს, გამოცემას უთხრა, რომ ისინი პირადად იყვნენ მოწმენი დათვლის პროცესში დარღვევებისა და საარჩევნო უბნებში ძალადობისა.
სტატიაში მოყვანილია ეუთოს სპეციალური კოორდინატორის, პასკალ ალიზარის სიტყვები:
„ფინანსური რესურსების დისბალანსი, მტრული საარჩევნო ატმოსფერო და ახლახან ჩატარებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევდა ამ საარჩევნო პროცესში“.
Politico ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ანტონიო ლოპეს-ისტურის უაიტისაც ციტირებს.
მისი თქმით, საქმე გვაქვს დემოკრატიის სფეროში საქართველოს უკუსვლასთან.
„საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მმართველი პარტია იყენებდა ანტიდასავლურ და მტრულ რიტორიკას; მისი სამიზნე იყვნენ საქართველოს დემოკრატიული პარტნიორები, კერძოდ, ევროპის კავშირი, მისი პოლიტიკოსები და დიპლომატები; ის ხელს უწყობდა რუსულ დეზინფორმაციას, მანიპულაციას და შეთქმულების თეორიებს“.
Politico „ქართულმა ოცნების“ მიერ არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებებსაც იხსენებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გულისხმობს.
გამოცემა თინა ბოკუჩავაზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ ოპოზიცია „მოპარული არჩევნების“ შედეგებს არ იღებს.