საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. ასლი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ შევიდნენ “ფარულ მოლაპარაკებებში” რუსეთის ფედერაციასთან და არ დაეხმარონ რუსეთს დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებაში, რადგანაც ეს ქმედება აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების დაზიანებას და მას შეიძლება საქართველოს მიმართ ეკონომიკური სანქციებიც კი მოჰყვეს.
“ჩვენ წავიკითხეთ საერთაშორისო პრესაში რამდენიმე ცნობა, სადაც აღნიშნულია რომ საქართველო შესაძლოა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან, რათა დაეხმაროს რუსეთის საერთაშორისო სანქციების ზემოქმედებისგან თავის დაღწევაში.
ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს მხოლოდ ჭორებია მყარი საფუძვლის გარეშე, მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სავაჭრო პალატა მტკიცედ ურჩევს თქვენს მთავობას თავი შეიკავოს ასეთი გეგმისგან, რაც არ უნდა მომგებიანი ჩანდეს ის ზოგიერთისთვის.
მცდელობა დავეხეროთ რუსეთს საერთაშორისო სანქციების თავის დაღწევაში, გამოიწვევს სანქციების დაწესებას საკუთარი თავისთვის, სანქციების წინააღმდეგ რუსეთის დახმარება გამოიწვევს ხარჯებს, რომელიც უარყოფითად აისახება ჩვენს ფინანსურ სექტორზე, ეკონომიკაზე, მოსახლეობისა და ქართველების მისწრაფებებზე, რომ ერთ დღეს გახდნენ ევროპის ნაწილი.
პატისვისცემით,
ფადი ასლი”-წერია მიმართვაში.
bm.ge