“აქამდე რომ კიდე ნაცებით მანიპულირებთ, მაგიტომ ხართ გასაყრელები მხოლოდ თანამდებობიდან კი არა, ქვეყნიდანაც“ _ წერს თავისივე დაარსებულ პოპულარულ ფეისბუქ-ჯგუფში „This is ლანჩხუთი“, სამოქალაქო აქტივისტი ნინია ბარამიძე.
ლანჩხუთელი ემიგრანტი ადგილობრივი საკრებულოს იმ წევრებს მიმართავს, რომლებიც, მისი თქმით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების საამებელ სიმღერებს მღეროდნენ:
„ლანჩხუთის საკრებულოს წევრები 2012 წლამდე რომ მღეროდით, „რა დროშა მოგვცა მიშამაო“, მერე გადმოპორტირდით ქოცებში, ეგ ხალხი რანაირად გვესაუბრებით „სისხლიან 9 წელზე“?
ცნობისთვის: ნინია ბარამიძე მამის, „წყალკანალის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ესე ბარამიძის გარდაცვალებაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ადანაშაულებს. იგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გახლდათ, წინა ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების დროს მუშაობდა მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში, მაგრამ არჩევნებიდან მალევე, სკანდალური განცხადებებით “ქართული ოცნებაც“ დატოვა და ქვეყანაც.