პარლამენტთან სცენას ამონტაჟებენ

პარლამენტთან სცენის მონტაჟი დაიწყო. რუსთაველის გამზირზე, 19 საათზე დაგეგმილი აქციის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად მოქალაქეები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და ოპოზიციის სამოქმედო გეგმას მოისმენენ.

იქამდე კი, 5 საათზე ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები ვაგზლის მოედანზე, თბილისი ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან, საიდანაც მოეწყობა მსვლელობა – საპროტესტო მარში პარლამენტის მიმართულებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share