უნდათ, მონებად მიგვყიდონ პუტინის ოლიგარქიული სისტემას, უნდა ვიბრძოლოთ!” – მარგველაშვილი

”ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერი და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.

”უნდათ, რომ მონებად მიგვყიდონ  პუტინის ოლიგარქიული სისტემას, ალტერნატივა არანაირი არ გაგვაჩნია, უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცავს საკუთარ თავს”- თქვა მეოთხე პრეზიდენტმა.

” მოქალაქეები აქ არ დგანან არცერთი პოლიტიკური   პარტიისთვის.   თითოეული მოქალაქე აქ ვდგავართ ჩვენი მომავლის დასაცავად. ახლა უკვე  აღარ არის არჩევნები, არჩევნებზე ოპოზიციამ მოიგო ეს არჩევნები მოიპარეს. მთავარი მიზანი აუცილებლად უნდა იქნეს მიღწეული, არ არის ადეკვატური, რომ გვეგონოს, რომ ეს მოხდება დღეს, ხვალ. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ბრძოლისთვის, რომელშიც თითოეული ჩვენგანი იცავს საკუთარ თავს, რაც არ უნდა სხვანაირად გვინდოდეს, ეს მოგვაწოდეს, ის არ მოგწვოდეს აქ გამართლება არანაირი არ არსებობს. ერთადერთი არის, რომ ჩვენ დღეს  უნდათ, რომ მიგვყიდონ მონებად პუტინის ოლიგარქიული სისტემას, აქ ალტერნატივა არანაირი არ გაგვაჩნია ჩვენ. არცერთ მოქალაქეს არ გაგვაჩნია ალტერნატივა, ვისაც არ გვინდა მონობა”- ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – ათასობით ადამიანი ქუჩაში საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდა. ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, აქცია ხვალ, სპორტის სასახლესთან გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share