ერთდღიანი გმირობა, თუ ეპოქალური აღიარება? – პრეზიდენტი ზურაბიშვილი მმართველი გუნდის წინააღმდეგ მიდის და ღიად ამბობს რომ არ იზიარებს ქართული ოცნების პროპაგანდას ეკონომიკური აღმავლობის შესახებ.
ზურაბიშვილი სახელმწიფოს უმაღლესი რანგის პირველი მოხელეა, რომელიც საჯაროდ ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები დრამატულად მძიმე პირობებში ცხოვრობენ.
პრეზიდენტის გზავნილებმა, რომლებიც პირდაპირ ეთერში პოლიტიკური ლიდერების თანდასწრებით გაკეთდა შესაძლოა ქვეყნის დღის წესრიგი სრულად შეცვალოს.
მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს ჯერ საბოლოო შეფასებები არ გაუკეთებიათ. “ქართული ოცნება” ფრთხილი უარყოფის და ირიბი განმარტებების სტრატეგიას ირჩევს და მმართველი პარტიის ლიდერები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათი პრეზიდენტი თავის გამოსვლაში სულ სხვა რამეს გულისხმობდა.
ოპოზიცია დადებითად აფასებს ზურაბიშვილის გზავნილებს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ივანიშვილის პოლიტიკურ კლანს რეალური ცვლილებები სურს.
ტვ მთავარი